“ჩელენჩი ნომერ 4352: ვიწყებ შიმშილობას “საკვები დანამატებით”, აბი გლუკოზებით, წვენებით და ჯელი ბონებით” – კაკაბაძე

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ჩელენჩი ნომერ 4352: ვიწყებ შიმშილობას ‘საკვები დანამატებით’, აბი გლუკოზებით, წვენებით და ჯელი ბონებით. ვითხოვ, რომ ქალაქი ტროა გათავისუფლებულ იქნას აქაველების ოკუპაციისგან. ოკუპანტებისგან გათავისუფლდეს მისი 15-ივე შრე დაახლოებით 1243 დღის განმავლობაში.

ამ დღეებს განმავლობაში მე ვიქნები ძალიან მკაცრ და მეტად დაუნდობელ ‘საკვებდანამატებიან+ვიტამინებიან’ შიმშილობაზე. სანამ ჰექტორი არ დაგვიბრუნდება ცოცხალი – მე ამ მკაცრ შიმშილობას არ შევწყვეტ.

მყავს უკვე ჩემი ‘ტრადიციული სამედიცინო კონსილიუმი’ – სახალხო დამცველს მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ. ამ ნეოლიბერალიზმის პირობებში ცოტა გვიჭრს ოჯახში და შიმშილობის მეთუთხმეტე დღეს იქნებ ცოტა ‘საკვები დანამატებით შემოგვეშველოს’ – მე ხომ იცი ძალიან მიყვარს შიმშილობის დროს ჯელი ბონები. ჩემი უფლებების დაცვას მთლიანად ნინო ლომჯარას ვანდობ და დიდი იმედი მაქვს მას, როგორც სახალხო დამცველს ჯელი ბონების ‘დანამატებზე’ რამენაირად ხელი მიუწვდებათ. თვარა, თუ ვერ შეძლო ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება – დევიღუპეთ მე, ჰექტორი, პარისი და დაჟე კლიტემნესტრაც.”