დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. იგეგმება წამახალისებელი ღონისძიებები 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ე.წ. „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდოს იმუნიზაციის პროცესი.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსით გარდაცვლილთა 99% აუცრელი იყო. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მოსახლეობის მხოლოდ 33,3%-ია აცრილი.

 

“იმედინიუსი”