ეკლესიიდან სასამართლოში

მარტვილში სალხინოს მონასტერთან 7 დაკავებული პირიდან ორის გარდა, პოლიციამ ყველა გაათავისუფლა. დარჩენილთა სასამართლო პროცესი დღეს უნდა შედგეს. მათ გასული ღამე სენაკში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარეს.

დაკავებულთაგან ერთ-ერთს პოლიციელზე თავდასხმაში, მეორეს კი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში სდებენ ბრალს. ორივე მათგანი სამოქალაქო პირია. ისინი გუშინ სალხინოს მონასტერში პოლიციამ სხვა პირებთან ერთად მაშინ დააკავა, როცა მონასტერში შესვლას ცდილობდნენ. გამოძიება ასევე მიმდინარეობს შსს-ს ბალანსზე არსებული ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.

 

“რუსთავი2”