გაერო: ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში საკვების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში საკვების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – ამის შესახებ განცხადებას გაერო ავრცელებს.
ორგანიზაციის საკვებისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 1 წლის მანძილზე ფასები საშუალოდ 30%-ით გაიზარდა. ფასმა განსაკუთრებით მარცვლეულსა და მცენარეულ ზეთზე მოიმატა.
სპეციალისტები ფასების ზრდასა და მოსავლის შემცირებას, პანდემიასა და კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.
წყარო: news.ge