გირჩი – ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ტრადიციული პროტესტის გზები არ არის ეფექტური

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა და წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა და წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ საყოფაცხოვრებო ნაგავი მიიტანეს და სუს-ის შესასვლელთან დაყარეს.

როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ყველაზე დიდი ბოროტების ადგილია.

ამასთან, ჯაფარიძის თქმით, მსგავსი პროტესტი განმეორებითი იქნება, მაგრამ შემდეგ ჯერზე უფრო მეტი რაოდენობის ნაგავს დაყრიან.

– “„გირჩი“ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ტრადიციული პროტესტის გზები არ არის ეფექტური რადგან ამ სისტემას იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული, ამიტომ ჩვენი გზა არის ნერვების მოშლის, საბოტაჟის და პარალიზების გზა, დღესაც ასეთი აქციაა, რომელმაც წესით უნდა გააღიზიანონ. 30-მდე კაცმა სახლიდან წამოვიღეთ ნაგავი, აღარ ჩავყარეთ ურნებში და დავყარეთ სუს-ის შესასვლელთან, რადგან ეს ადგილი გვქონია ამ ქვეყანაში მთავარი ბოროტების ადგილი. არაფრის გაპროტესტებას არ აქვს აზრი ცესკო-სთან და მსგავს სტრუქტურებთნ, აქედან იმართება ეს ქვეყანა. ესენი აშანტაჟებენ, ესენი აშინებენ, მათ შორის, ესენი ატარებენ არჩევნებს. მგონია, რომ ერთ-ერთი მთავარი პროტესტის სამიზნე მუდმივად უნდა იყოს ეს შენობა. ვფიქრობთ, რომ გავიმეოროთ და ნაგვის მოცულობა გავზარდოთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

წყარო: ptn.ge