“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ მთავრობისთვის მიცემული 24-საათიან ულტიმატუმის ვადა ამოიწურა – ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში არ გადაუყვანიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.
“ყველანი ხვალ თავისუფლების მოედანზე. 8 ნოემბერს, 8 საათზე – თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ. ყველანი იქ, სადაც საქართველოს ისტორია არაერთხელ დაწერილა” – განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ულტიმატუმი მელიამ ხელისუფლებას გუშინ, 6 ნოემბერს, რუსთავის ციხესთან გამართული აქციის დროს წაუყენა. სააკაშვილისთვის სათანადო დახმარების არაღმოჩენის შემთხვევაში, მან თავისუფლების გამზირზე მასშტაბური აქცია დააანონსა.
წყარო: itv.ge