ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ 2007 წლის 7 ნოემბერს და ამ 7 ნოემბრის შემოქმედებს და ეს ამ დღიდან უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ ნანა კაკაბაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სახელწოდებით „არ აგარევინებთ“ – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია საკუთარი ინტერესების და ძალაუფლების მიტაცების ადგილად აქცია.
– “ჩემთვის ეს ადგილი იყო ღირებულებებთან, ფასეულობებთან და საქართველოსთან ასოცირებული, მაგრამ მოხდა 2003 წელი, როდესაც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ადგილი აქცია საკუთარი ინტერესების ძალაუფლების მიტაცების ადგილად და ამ დღიდან დაიწყო ამ ადგილის ნიველირება, დამცრობა და აქ მდგარი 9 აპრილის ძეგლი, რომელიც აქ დგას იმ გმირების, იმ თავდადებულების მოსაგონრად ამ ადგილს ახსოვს ისეთი დღეც როცა მასაც შეურაცხყოფა მიაყენეს. დღეს ეს შეურაცხყოფა ამ ხალხის მიერ გრძელდება და ეს ადგილი მუდმივად გადაქცეულია სამწუხაროდ, ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის ბრძოლის ადგილად. ეს ადგილი უნდა იქცეს ქართველი ხალხის ადგილად, სადაც საქართველოს ინტერესები, ქართველი ხალხის ინტერესები, ჩვენი მომავლისთვის ბრძოლა უნდა იჭედებოდეს და არა ვიღაც თაღლითების, მატყუარების, თვითმმარქვიების“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
წყარო: itv.ge