თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაახლოებით, 50 წუთის წინ აფრინდა Learjet 55-ის მარკის მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი, რომელიც გერმანიაშია რეგისტრირებული ნიშნით – D-CGBR – ექსკლუზიურ ინფორმაციას „ბიემჯი“ ავრცელებს.
რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნული თვითმფრინავი სამედიცინო დანიშნულებისაა და ის პაციენტების გადაყვანისთვის გამოიყენება.
აღნიშნული თვითმფრინავი ამჟამად შავი ზღვის თავზეა.
ფრენის მარშრუტის დაკვირვება შესაძლებელია ვებგვერდ www.flightradar24.com-ზე.