“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მიხეილ სარჯველაძის განცხადებას პასუხობს:
“ყველაფერთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანით და ე.წ. პატიმრების “შუმოკის” და შემსვლელებისთვის ე.წ. “პრახოდების” მუდმივი ორგანიზებით, ხელისუფლებამ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა მისი დაცვის უფლების განხორციელება, პირადი ექიმის მონახულების უფლება, ოჯახის წევრებთან მისი შეხვედრის უფლება და პარლამენტის წევრების მიერ პატიმრის მდგომარეობის მონიტორინგის უფლება.
მიშა სარჯველაძევ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე კი არა, ნაძირალა პირცურცლი ხარ, რას გიხდის ამდენს “ფოთის პოლიცმეისტერი”, შე კიკუ, ასეთებს რომ კადრულობ”