“გარეთ” კოლეგების სოლიდარობა არსებობს და სასჯელაღსრულების ექიმების მიმართ სოლიდარობა “გრეხია”?! – მაია ნიკოლეიშვილი

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

არც მე-8 დაწესებულება და არც მე-18 არ არის ე.წ. “წითელი ზონა”, ამდენად, რეჟიმი და უსაფრთხოების საკითხები ბევრად განსხვავებულია. უსაფრთხოებაში დაწესებულების უსაფრთხოებას ვგულისხმობ. ზოგადად, ეს სარეჟიმო დაწესებულებებია, არ დაგვავიწყდეს.
კარგად ვიცნობ მე-18 სამკურნალო დაწესებულების ექიმებს მათი ნამუშევრით-პატიმრების ისტორიებით, ჩატარებული მკურნალობით. მე-18 დაწესებულების ბევრ ექიმს პირადად შევხვედრივარ ექსპერტიზის ფარგლებში დაწესებულებაშიც და პროცესზეც, გვიდავია კიდეც, საქმიან ფორმატში. შექმნილ სიტუაციაში ჩემი კოლეგიალური სოლიდარობა მათ, პირველ რიგში, ურთულეს გარემოში შრომის გამო!
-ჩემო “თავისუფალო” თეთრხალათიანო კოლეგებო, “გარეთ” კოლეგების სოლიდარობა არსებობს და სასჯელაღსრულების ექიმების მიმართ სოლიდარობა “გრეხია”?!
-თეთრხალათიანების “კრიმინალური გარეგნობა” ეს რა ლამბროზოსეული მიდგომებია?!!!!! იქ ექიმები მუშაობენ!!! “კრიმინალური გარეგნობა” და ძალაუფლებისკენ მანიაკალური სწრაფვა ზოგიერთ ახლად შესახლებულ ბრალდებულს და მის ბევრ “ფანატს” უფრო აწერია შლეგიან გამომეტყველებაზე, ვიდრე მე-8 დაწესებულების ნებისმიერ სხვა ბინადარს და იქ მომუშავეს!!!
აი, წერილის გამოტანა მე-18-დან, თან ღამით, ძალიან სასაცილოა, პრაქტიკულად ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება!!! “თმებით თრევაზე” და მაზოხისტურ ფანტაზიებზე აღარაფერს ვამბობ! ცნობისთვის, იმ დაწესებულებაში ვიდეო კამერის გარეშე კვადრატული მეტრიც არ არის, ეს ციხეა, ცი-ხე!!!!
კითხვა: მე-8-ს ბინადრების ემოციური შეხვედრა რატომ არის დაუშვებელი და ქალბატონი პრეზიდენტის სასახლის წინ ოპოზიციური “პოლიტიკოსების” იგივე ტონალობის ლექსიკა პოლიტიკური გემოვნების საკითხი? ან ქალაქის ყოფილი მერისგან წამოსული უცენზურო ლექსიკა ასატანი და დაშვებული?
დესტრუქციული პოლიტიკური გუნდის უმთავრესი პრობლემა რეალობის ტესტირების დარღვევაა.