დირექტორი ნიკა გვარამია მსახიობ დუტა სხირტლაძეს საჯაროდ დაუპირისპირდა. “იმედის” ეთერში ორშაბათ საღამოს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგი ეპიზოდი გავიდა, რომლის ერთ-ერთი წამყვანიც დუტა სხირტლაძეა.
„გაიცანით, დუტა სხირტლაძე. 2021 წლის 8 ნოემბერი – „ტვ იმედზე“ მიჰყავს ცეკვავენ ვარსკვლავები. 2007 წლის 8 ნოემბერი – „რუსთავი 2“-ზე მიჰყავდა „ჯეოსტარი“. ის იგივეა, მარად და მარად“, – დაწერა ნიკა გვარამიამ.