ხუხაშვილი: ხელისუფლების განცხადებებში შეფარული მუქარა იკითხება – “მოგკლავ და სხვას დავაბრალებ”

როდესაც ხელისუფალი, რომლის ფუნქციაა დანაშაულის აღკვეთა, უაპელაციოდ აცხადებს, რომ ვიღაცა ვიღაცის მკვლელობას გეგმავს, აქ იკითხება შეფარული მუქარა – “მოგკლავ და სხვას დავაბრალებ”-
წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის განცხადებით დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას  მოწამვლის სცენარი ოპოზიციის ერთ-ერთ თათბირზე  განიხილებოდა.
ელენე ხოშტარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-7 დღეა პარლამენტში შიმშილობს.