მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი დავით მეფსალმუნეს, დავით აღმაშენებელს და დემეტრე თავდადებულს შეადარა.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, რის შემდეგაც ღირსეულად ეზიარა. სასულიერო პირმა მესამე პრეზიდენტი დავით აღმაშენებელს და დემეტრე თავდადებულს შეადარა.
– 30 წელია მე ვღებულობ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ ადამიანებს და არასდროს არავის არ მოუცია ჩემთვის შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე ადამიანი. იგი ეზიარა ღირსეულად.
მე დეტალებს ვერ მოგიყვებით, რა და როგორ იყო, მაგრამ მან მიიღო წმინდა ზიარება და ვისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, აი, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება, ეზიარეთ და ნახეთ რა ღვაწლი გაწია.
ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთის, ქვეყნის გაძლიერებისთის და კიდევ იცით რისთვის? რომ ჩვენ ერთამენთი გვიყვარდეს, რომ ჩვენ სამუდამოდ დავივიწყოთ ერთმანეთის მიმართ ზიზღის ენა. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ ამხსენდება, რომ ქვეყნის პირველი პირი ნებაყოფლობით აი, ასეთი დიდი ღვაწლია, მამები აკეთებდნენ ასეთ რამეს.
ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ფსალმუნი დაგვიტოვა 50-ე, ეს იყო დავით მეფე აღმაშენებელი, რომელმაც „გალობანი სინანულისანი“ შექმნა, იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არ არის და მასაც დიდი ცოდვები ჰქონდა საკმაოდ, ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, ჩვენი სათაყვანო მეფე, რომელიც ძალიან მძიმე ცოდვებით იყო სამწუხაროდ, ეს ისტორიაში აღწერილია და ეს თავისი ცოდვები თავისი მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი ციხეში აზიარა.
წყარო: ტვ პირველი