“მოგმართავთ და გთხოვთ ძალიან ბევრი ადამიანის სახელით, დაასრულეთ ჯალათების პარპაში ამ ქვეყანაში”- თეა ბარნაბიშვილი

თეა ბარნაბიშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს:

ბატონო ირაკლი!
მე ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე ვარ,ადამიანი რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო,ადამიანი,რომელსაც უნდა რომ თავისმა შვილებმა მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში იცხოვრონ…
მინდა მოგმართოთ ყველა დედის სახელით,ყველა ქართველი ქალის სახელით და გითხრათ: რომ ძალიან დავიღალეთ, აღარ გვსურს ვუყუროთ ამ მარაზმს,აღარ გვსურს ვუყუროთ ნაცების ტინგიცს,აღარ გვსურს,რომ ყოველი დღე ნაცებით იწყებოდეს და მთავრდებოდეს…არ გვსურს,რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ქაოსი შემოიტანონ ამ სატანებმა და მკვლელებმა….მიიღეთ ზომები მათ წინააღმდეგ, აღადგინეთ სამართლიანობა, იმოქმედეთ შესაბამისი კანონით და მიუჩინეთ ამ მოღლატეებს თავისი ადგილი…. ქვეყანა დამუხტულია უარყოფითად, ქვეყანა დაძაბულია, ქვეყანაში დენთის სუნი ტრიალებს….ცუდად ირევიან,გამომწვევად იქცევიან,ცდილობენ როგორღაც ააგორონ ხალხში რევოლუციის ტალღა….ამიტომ დროა მოქმედების და დროა სწორი გადაწყვეტილებების….თორემ ხალხმა თუ იფეთქა,მერე უკვე კაცმა არ იცის რა მოხდება,რით დასრულდება აფეთქბების ნიადაგზე გამოწვეული პროცესები….აევსო ხალხს მოთმინების ფიალა, ნერვების პიკი აქვს მოსახლეობას…
მოგმართავთ და გთხოვთ ძალიან ბევრი ადამიანის სახელით, დაასრულეთ ამ ჯალათების პარპაში ამ ქვეყანაშ.ი….