„რესპუბლიკელი“ სენატორების ჯგუფი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

„რესპუბლიკელი“ სენატორების ჯგუფი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს. საკანონმდებლო ცვლილება სენატში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა წარადგინა.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გააფართოვებს რუსეთის გავლენას და საფრთხეს შეუქმნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ ევროპაში. ვინაიდან ბაიდენის ადმინისტრაცია პუტინს პასუხისმგებლობას არ აგებინებს, კონგრესმა უნდა მიიღოს ზომები, რათა ნატოს ფარგლებში ჩვენი მოკავშირეები არ იყვნენ რუსული ენერგიის მძევლები“, – აღნიშნა სენატორმა ტომ კოტონმა.

სენატორი ჯიმ რიში აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა, რუსეთმა შეწყვიტა გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით და ასევე უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალების რაოდენობა გაზარდა.

21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გერმანიამ ვალდებულია, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. ეს მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა 10 სექტემბერს დასრულდა. Nord Stream AG-აღნიშნავენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება.