საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის პირველი აგვისტოდან 7 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 12.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 56.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სამინისტროს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.5 ათასი ტონით, ანუ 39 პროცენტით, ხოლო ღირებულება – 7.0 მლნ აშშ დოლარით, ანუ14% გაიზარდა.
„ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში (5 504 ტონა), გერმანიაში (2,090 ტონა), ესპანეთში (402 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (311 ტონა), ლიეტუვაში (218 ტონა), საფრანგეთში (148 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), ესტონეთში (38 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (719 ტონა), ჩინეთი (578 ტონა), უკრაინა (236 ტონა), რუსეთი ( 211 ტონა), ბელარუსია (164 ტონა), ერაყი (144 ტონა), საუდის არაბეთი (133 ტონა), მექსიკა (120 ტონა), ალჟირი (104 ტონა), შვეიცარია (85 ტონა), აზერბაიჯანი (82 ტონა), კანადა (75 ტონა), არგენტინა (64 ტონა), არაბთა გაერთიანებული ემირატები (59 ტონა), ყაზახეთი (45 ტონა), გაერთიანებული სამეფო (22 ტონა), თურქეთი (22 ტონა), უზბეკეთი (22 ტონა), ყირგიზეთი (22 ტონა), მონტენეგრო (22 ტონა), ტუნისი (15 ტონა), იორდანია (14 ტონა) და დანარჩენი ქვეყნები (2 ტონა)“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.