დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი, ტვ პირველთან ამბობს:
“ვუყურებ ამ ბიჭს, ნიკა მელიას, ჩვენ ციხესთან ვიყავით მთელი ღამე, არ მინდა, რაღაცნაირად, საყვედურებში… ფრთხილად არის… ყველა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ამ ტიპის ხელისუფლება არ გვყოლია. მე მაქვს ამის უფლება, მე იმ ნაწილში ვარ, რომელიც სამი თვე კარვებში იყო რუსთაველზე და არავის რევოლუციად არ მოუნათლავს, დარბევაც მახსოვს წინა ხელისუფლების დროს. მე მსგავსი შეგრძნება, უსუსურობის შეგრძნება არ მქონია მაშინ. ბრძოლის შეგრძნება იყო, სადაც მოჰყვა ის შედეგი, რასაც ქვია პრეზიდნეტის გადადგომა. 7 ნოემბრის მერე პრეზიდენტი გადადგა.
მეც იმ ნაწილში ვარ, რომელიც ცოტა მეტს მოითხოვს, მე ვთვლი, როცა დიდი ტალღაა, ის ტალღა იქ უნდა დადგეს და არ გავიდეს, მაგრამ იყო ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას თავად უნდოდა პროვოკაცია. ლიდერი ჰყავს ამ მსხვილ პარტიას და ამწამს მე, როგორც რიგითი ჯარისკაცი ვუყურებ ნიკა მელიას გადაწყვეტილებას.”