“5 ყველაზე უაზრო “ქართული” რეგულაცია პანდემიის ფარგლებში “- გურამ შეროზია რეგულაციებზე.
ბლოგერი გურამ შეროზია, სოციალურ ქსელში, ფეისბუქ გვერდზე, აქვეყნებს რეგულაციების ნუსხას, რომელსაც სრულიად უაზროს უწოდებს.
“5 ყველაზე უაზრო “ქართული” რეგულაცია პანდემიის ფარგლებში:
1. ბაღების და დაწყებითი კლასების “დახურვა”. ყველა სხვა ქვეყანაში – განათლება პრიორიტეტია, აქ კიდევ – პირველი სკოლები და ბაღები დაიკეტა, აღარავინ დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვია განვითარება, კომუნიკაცია, ა.შ. …
2. ერთი ოჯახის წევრების რაოდენობის შეზღუდვა მანქანებში – გახსოვთ გაზაფხულზე? ცოლ-ქმარი სა 1 შვილი ერთად, მეორე და მესამე შვილები მანქანას ფეხით რომ უნდა გამოკიდებოდნენ?
3. რესტორნების მუშაობის შეზღუდვა ღამის 10 საათის შემდეგ. მართალია, 22:00-დან თურმე ასმაგად მძვინვარებს კორონა.
4. ცარიელ ქუჩებში, მარტო როცა მიდიხარ – პირბადის ტარება. რა ვიცი აბა, გაჩერებები და აქციები მესმის, მაგრამ როცა მარტო მიდიხარ უზარმაზარ ქუჩაზე? ჯანმრთელობისთვის ჟანგბადის შეზღუდვა კარგი ჰგონიათ? აღარ დავიწყებ, რომ 3 საათში ერთხელ უნდა შეცვალო, ხარჯები და მთელი ამბები, ამ ისედაც ჩამოქცეულ ქვეყანაში.
5. სიცხის გაზომვა ფორმალურად. გუშინ ვიკითხე თავაზიანად:
– რამდენი მაქვს სიცხე?
– აჰ ეს არ მუშაობს…
ხანა 30 და ხანაც 15 გრადუსი მაჩვენებს, ალბათ მოვკვდი ანუ, რავიცი ?
თქვენ რას ფიქრობთ?” – წერს შეროზია.
წყარო: ptn.ge