„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას თავისუფლების იდეის ეშინია და მზადაა, „მშვიდობიან აქციებს დაერიოს“. ამ განცხადებით მელია აქციის მონაწილეების დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება.
„დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს!
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშინიათ თავისუფლების იდეის და მზად არიან თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ!
აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს – მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია.
ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ!“,- წერს მელია.
ცნობისთვის, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში 46 პირი დააკავა.