პარლამენტში მყოფი მოშიმშილე ელენე ხოშტარია ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა და მოძღვარმა მოინახულა.
მათი თქმით რამდენიმე დღიანი შიმშილობის მიუხედავად ელენე ხოშტარია, თავს მხნედ გრძნობს, თუმცა შეინიშნება სისუსტე. ხოშტარიას პოზიცია პროტესტის ამ ფორმასთან დაკავშირებით უცვლელია, ის აპირებს იშიმშილოს მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ.
“ელენე თავს მხნედ გრძნობს, თუმცა სუსტად არის, ამდენი დღის შიმშილობა ნებისმიერ ადამიანზე ტოვებს კვალს. პრეზიდენტის გადაყვანა სამოქალაქო მულტიფუნქციურ საავადყოფოში – ეს არის მისი მოთხოვნა და როგორც კი ეს მოხდება, შეწყვეტს შიმშილობას,” – განაცხადა პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.