მორიელის შხამისგან კოვიდ-ვაქცინის შექმნას ცდილობენ

მეცნიერთა ჯგუფი მორიელის შხამისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას აპირებს.

ინფორმაციას გამოცემა The Jerusalem Post ავრცელებს.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეგვიპტის უდაბნოში აღმოჩენილი მორიელის შხამი ანტიკორონავირუსული მედიკამენტების შესაქმნელად გამოდგეს. კვლევა ერთდროულად ორ უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

მორიელის შხამს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ ჯერ კიდევ  ანტიკური დროიდან იყენებდნენ. მორიელის შხამი  ბიოლოგიურად აქტიური პეპტიდების კოქტეილს შეიცავს, რომლის გამოყენება ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მიმართულებითაა შესაძლებელი.