პალესტინელები ისრაელს სთხოვენ, გაათავისუფლონ პატიმარი, რომელიც 112 დღეა შიმშილობს

პალესტინელები ისრაელს სთხოვენ, რომ მოშიმშილე პატიმარი გაათავისუფლონ. მიქდად ალ-კავასმი 112 დღეა, რაც შიმშილობს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

კავასმი იანვარში დააკავეს. ისრაელის უშიშროების წარმომადგენელმა განაცხადა, ადმინისტრაციული დაკავება საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე განხორციელდა, რადგან პატიმარი დაჯგუფება „ჰამასთან“ იყო კავშირში.

პატიმარი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად მხოლოდ მარილიან წყალს იღებს. ალ-კავასმის წონა 21 ივლისის შემდეგ თითქმის განახევრდა.

პალესტინელები, აგრეთვე, აპროტესტებენ კანონს, რომლის მიხედვითაც ისრაელს შეუძლია პალესტინელები, რომლებსაც ისინი ეჭვმიტანილად მიიჩნევს, ბრალის გარეშე 60 დღემდე დააკავოს და ეს ვადა გაახანგრძლივოს.

პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელი ციხეებში ადმინისტრაციული პატიმრობის ქვეშ დაახლოებით 500 პალესტინელი იმყოფება.