„თავის მეგობარს კი არ ეტყვიან “შენ ბიჭო *** ხომ არ გაქვს, შენს ბავშვებს რომ უვარდებიან კარგია?“

ჟურნალი „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის, ლევან თარხნიშვილის ფეისბუქ-პოსტის „სქრინს აქვეყნებს“ და წერს:

„ყველა უმსგავსობას ასე დაიცავენ დეგრადირებულები.

თავის მეგობარს კი არ ეტყვიან “შენ ბიჭო *** ხომ არ გაქვს, შენს ბავშვებს რომ უვარდებიან კარგია? სხვებს იგივეს რატომ უკეთებ”.

არა!

მართალია გიგი, ხალხია დამნაშავე!

ასე იხრწნებიან და ვეღარ ვარჩევთ ღორებს, ადამიანებისგან.

 

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, გიგი უგულავამ ციხის თანამშრომელის ვინაობა დაასახელა, რომელმაც სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა, რომ ამ ადამიანის შვილების კლასელებმა უნდა იცოდნენ, რომ მამამისი ჯალათია.

“ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდეს მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ყავთ ჯალათი”. – თქვა უგულავამ.

საზოგადოების უარყოფითი რეაქციის შემდეგ უგულავამ ციხის თანამშრომლის შვილთან დაკავშირებული მიმართვის გამო, ბოდიში მოიხადა.

„ჩემმა დღევანდელ მიტინგზე ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია – მათ შორის, ჩემთვის საპატივცემულო ხალხის.

კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ – რომ ბავშვებს გავეშვათ“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება