იტალიის კუნძულ სიცილიაზე მოსულმა უხვმა ნალექმა მთელი რიგი პრობლემები შექმნა, დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე ადგილას გზის სავალი ნაწილი ჩამოინგრა, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა კუნძულის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
მეხანძრეები და სამაშველო ჯგუფები იტალიის რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
სახანძრო სამსახურმა განაცხადა, რომ მათ სიცილიის აღმოსავლეთ ნაწილში 100-ზე მეტი ოპერაცია ჩაატარეს.