ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო გამოსწორდა – ხოშტარია

ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო გამოსწორდა, ამიტომ ამ ეტაპზე, გადასხმები გავაჩერე.

ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო გამოსწორდა – ამ ეტაპზე გადასხმები გავაჩერე – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის თავს მხნედ გრძნობს.

„ბოლო ანალიზით ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო გამოსწორდა. ამიტომ ამ ეტაპზე გადასხმები გავაჩერე. თუ რამე „გაკრიტიკულდება“, ექიმებთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას. დღე მე-9-ც მიილია და ვარ ძალიან მხნედ და შემართებით. თქვენც, ჩემო მეგობრებო, არ ინერვიულოთ“ – წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია 9 დღეა შიმშილობს. ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილმა დღეს მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს იქამდე, ვიდრე ყოფილ პრეზიდენტს სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.

წყარო: itv.ge