სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სასამართლო მედიცინის კრიმინოლოგიური ფსიქიატრიის ჯგუფის ექსპერტ ნინო ჭელიძის გზავნილს გამოეხმაურა:
„როგორ ეპყრობიან ევროპის ციხეებში ქართველებს, კარგად ვიცი, არაერთი ექსპერტიზა მქონია, იქ დაღუპული ახალგაზრდების არაერთი ექსპერტიზა მქონია. შემდეგ როგორ არ დგება სამართალი, ისიც საქმის მასალებით ვიცი, დოკუმენტურად! აი, რას წერს ქალბატონი, რომელსაც პირადი გამოცდილება აქვს იქ მუშაობის”, – წერს ნიკოლეიშვილი.
ცნობისათვის, სასამართლო მედიცინის კრიმინოლოგიური ფსიქიატრიის ჯგუფის ექსპერტმა, ნინო ჭელიძემ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის გლდანის N 18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტი შეაფასა.
„ევროპის ციხეებში პატიმარი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ციხის ან კლინიკის თანამშრომლებს, ისე ციმ-ციმ კი არ გადაჰყავთ, როგორც თქვენი გულივერი აიყვანეს პალატაში, პლასტმასის ფიქსატორით უკრავენ ხელ-ფეხს,“- წერს ნინო ჭელიძე.