შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ასე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოექცე!

Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის ამსახველ კადრებს „ტვიტერში“ ეხმიანება.

– “შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ასე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოექცე. მართლაც, ასე არცერთ ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოექცე” – წერს ლუკ კოფი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაასაჯაროვა. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანს ზემოთ შიშველია.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ საააკაშვილის მორიგი ვიდეო გაავრცელა, რომელიც რეანიმობილშია გადაღებული. როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, კადრები ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. გავრცელებულ კადრებში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საკუთარი ნებით მანქანიდან არ ჩავა და ითხოვს რუსთავის ციხეში დააბრუნონ.

წყარო: ptn.ge