ცნობილი რეჟისორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა

ცნობილი რეჟისორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსული ინფექციის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

მას ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანის მომენტიდან მძიმე იყო.

“პაციენტის გადასარჩენად მაქსიმალური გააკეთა კლინიკის გუნდმა, თუმცა სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი.

რეჟისორის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს