ჩვენ არ დავიღლებით, გაიხადოს მუნდირი პოლიციამ და შემოუერთდეს ხალხს – გიგი უგულავა

წინასწარ გეგმებს არ ვიტყვით. პოლიცია, რომელიც რაიონებიდან ჩამოჰყავთ და აქეთ-იქით არბენინებენ, არ გვინდა, რომ ჩვენთან რაიმე ტიპის პროვოკაციაში შემოვიდნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას განცხადებით, პროტესტი პერმანენტული ხასიათის იქნება.

“წინასწარ გეგმებს არ ვიტყვით. პოლიცია, რომელიც რაიონებიდან ჩამოჰყავთ და აქეთ-იქით არბენინებენ, არ გვინდა, რომ ჩვენთან რაიმე ტიპის პროვოკაციაში შემოვიდეს. დაიღლებიან?! – დაიღალონ. მათი არჩევანია. ჩვენ არ დავიღლებით. თუ დაიღლებიან, თავისუფლების გზა აქეთ არის. გაიხადონ მუნდირი და შემოუერთდნენ ხალხს. მუნდირი არაფერია, ამ წუთას რეჟიმის მუნდირია და არა პოლიციის. პოლიცია ასე არ მოქმედებს”, – განაცხადა უგულავამ.