აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა პირველი ვიდეო შეხვედრა გამართეს, რომლის დროს ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები განიხილეს. ამის შესახებ BBC იუწყება.
ამერიკული მედიის ცნობით, თეთრი სახლი დასწრებული შეხვედრის გამართვის იმედი ჰქონდა, მაგრამ ჩინეთის ლიდერს ქვეყნის ტერიტორია ბოლო 2 წლის განმავლობაში არ დაუტოვებია, ამიტომ შეხვედრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა.
ვიდეო შეხვედრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა არსებული პრობლემები, ასევე ის სფეროები განიხილეს, სადაც აშშ-ს და ჩინეთს თანამშრომლობა შეუძლია.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ის ძველი მეგობრის ხილვით მოხარულია. მან აღნიშნა, რომ აშშ და ჩინეთი მსოფლიო ლიდერები არიან ეკონომიკის მოცულობის მხრივ და ორ ქვეყანას შორის „სტაბილური ურთიერთობებია აუცილებელი“.
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს.