მალე დადგება არჩევანი უფრო მეტ რუსულ ნახშირწყალბადებსა და უკრაინის მხარდაჭერასა და მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას შორის, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.
„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ეს არ ხდება იმის გამო, რომ რუსეთის მოწინააღმდეგეები გვსურს ვიყოთ, ან გვსურს ძირი გამოვუთხაროთ ამ დიდ ქვეყანას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენმა მეგობრებმა შეიძლება გააცნობიერონ, რომ მალე დადგება არჩევანი გიგანტური ახალი მილსადენების კიდევ უფრო მეტი რუსული ნახშირწყალბადებით მომარაგებასა და უკრაინის მხარდაჭერასა და მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას შორის“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.