მწერალი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
გუშინ ვუცქერდი მთავარსაც, ტვ პირველსაც, ფორმულასაც და კავკასიასაც (საზოგადოდ, ვცდილობ მეტნაკლებად ყველაფერს ვუცქირო – ერთგვარი თერაპიაა). ამაზრზენი სანახაობა იყო – მიუხედავად იმისა თუ რას ვფიქრობ ბიძინაზე და რას წარმოადგენს ეს კაცი საერთოდ. ნამდვილი პირწავარდნილი ფაშისტები სათანადო ლექსიკით. ნაცისტური აღლუმი! ტიპიური გამონათქვამი – არ გაბედოთ რუსეთისკენ გახედვა, თორემ ყბებს დაგინგრევთ… (ჯერ თქვენ ვინ გკითხავთ იმას, მე საით გავიხედავ, მერე სხვა დანარჩენი). და კიდევ: ამ “ჰუმანისტებს” ისე ადარდებთ სააკაშვილის – როგორც ასეთის – ჯანმრთელობა, როგორც მე სიძინპინის… “ტარანათ” უნდათ გამოყენება. თან ზოგი ექიმს უწოდებს თავის თავს, ზოგი ფილოსოფოსს, ზოგი მწერალს და ზოგიც მუსიკოსს.
პატრიოტიზმით შენიღბული არარაობები და ფაშისტები ფაშისტური ლექსიკით. ეგენი რომ სხვას დაუწყებენ “არაძალადობაზე” ლაპარაკს და ჭკუის სწავლებას. ისე, გავლილი კი გვაქვს, მაგრამ იმუნიტეტი, როგორც ჩანს, სუსტი აღმოგვიჩნდა ამ ფულზე გადარეული “ოცნების” ხელში.
არ დაუჯეროთ “ლიბერალურ ნაცისტებს” მისხალი სიტყვაც კი!
გ.ლ.