საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ჩარკვიანის მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს

საქართველოს პარლამენტის წევრის პარტია «კანონი და სამართლის» თავჯდომარის თამარ ჩარკვიანის მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს:

– “მოგმართავთ უაღრესად შეშფოთებულები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით, რომელიც პატიმრობის დაწყების პირველი დღიდან ანუ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს საპატიმროში. ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მკვეთრად უარესდება. სწორედ ამიტომ გვსურს კვლავ თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მივაპყრო ამ საკითხს, ვინაიდან ჩვენი ღრმა რწმენით ეს პროცესი გამოიწვევს ქვეყანაში არსებული ისედაც ყოველმხრივ რთული და ზოგადად არამდგრადი ვითარების დანდააანობით უკიდურეს ესკალაციას და შესაძლო დესტაბილი ზაციასაც კი. რეალური მიზეზი კი ამ ძალზედ არასასურველი და არასტაბილური მდგომარეობისა, გახლავთ საქართველოში არსებული არაჯანსაღი და უსამართლო მართლმსაჯულების სისტემა, რომლის მიმართ ნდობა საზოგადოებაში ძალიან დაბალია, რაც სრულიად ლოგიკური და საფუძვლიანია. მოგეხსენებათ სასამართლო სისტემის და ზოგადად მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ აუცილებელ რეფორმებზე დადებული შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და არსებული ცნობილი დოკუმენტი ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო ჩართულობით დაირღვა ხელისუფლების მიერ და სრულიად გაუგებარი მიზეზებით ითქვა უარი შეთანხმების მიხედვით განსახორციელებელ რეფორმებზე საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული კლანის შესახებ ასევე მოგეხსენებათ საუბარი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტების ანალიზი იძლევა იმის საფუძველს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, რაც პირდაპირ წარმოადგენს ევროპული კონვენციით დადგენილი ნორმის დარღვევას (ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი). ასევე ხშირია კონვენციით გათვალისწინებული სხვა მთელი რიგი მუხლების მასიურად დარღვევის შემთხვევები, სასამრთლო სისტემაში მთლიანად დარღვეულია შეიბრებითობისა და თანაწორობის პრინციპის დაცვის საკითხი ვინაიდან სასამართლო სისტემა არ არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ქვეყანაში გამეფებულია ოლიგარქიული მმართველობა, დამკვიდრებულია შერჩევითი სამართალი, მოქალაქეებში არსებობს უსამართლობისა და დაუცველობის განცდა და ტოტალური უნდობლობა სასამართლო და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემისადმი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი საზოგადოებაში სამართლიანად აჩენს მრავალ კითხვის ნიშანს სამართლიანობის, დასაბუთებულობის, ურთიერთთავსებად და ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობის გათვალიწინებით, რაც სხვა ფაქტორებთან და მიზეზებთან ერთობლიობაში აშკარას და უდავოს ხდის მისი პოლიტიკური ნიშნით დევნას. სრულიად უპრეცენდენტო შემთხვევაა სურვილის მიუხედავად 2021 წლის 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილისთვის საკუთარი სასამართლო პროცესზე დასწრების უფლების შეზღუდვა, რაც პირდაპირ წარმოადგენს ევროპული კონვენციის მეცამეტე მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს პიროვნებისთვის სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების აშკარა უგულებელყოფას. ასევე უკიდურესად აღმაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო და საჭირო მკურნალობის საშუალებების არ მიცემა და ნაცვლად მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანისა. განხორციელდა მისი გადაყვანა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მსგავსი მკურნალობისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობს. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საავადმყოფო მდებარეობს საპყრობილის ტერიტორიაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის გადაყვანიდან ამ დრომდე საპატიმროს ადმინისტრაციის ხელშეწყობით ხდება იქ განთავსებული პატიმრების ხელშეწყობით წახალისება და პროვოცირება, რათა სისტემატიურად ხორციელდებოდეს სააკაშვილზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა გინებისა თუ სხვა დამამცირებელი ფორმით, რაც უწყვეტ რეჟიმში ხდება. აღნიშნულ შემზარავ დამოკიდებულებას ადგილი აქვს მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში ვიზიტორი პირების მიმართაც. სახალხო დამცველი, ადვოკატები და ა.შ. შემაშფოთებელია რომ საპატიმროში მიხეილ სააკაშვილი არ არის დაცული იქ მყოფი კრიმინალი პატიმრების მხრიდან უშუალო კონტაქტისგან, რა დროსაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს მასზედ ფიზიკური თავდასხმა. განსაკუთრებით ამაზრზენია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები თუ როგორ და რა ფორმით, როგორი ძალადობით გადაჰყავთ პრეზიდენტი სააკაშვილი გლდანის საპყრობილეში. ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არის დამძიმებული არ ითვალისწინებენ არანაირ რეკომენდაციას ჯანდაცვის სპეციალისტებისა რომლის თანახმადაც დაუყოვნებლივ არის პრეზიდენტი გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში ვინაიდან გლდანის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ არის შესაბამისი პირობები, ის რომ პატიმარს ექცევიან უდიერად, იგდებენ აბუჩად, ადგილი აქვს აშკარა წამებას, ადგილი აქვს ასევე კოლეგა ევროპარლამენტარების მიმართ არასწორ დამოკიდებულებას და იმას რომ არ უშვებენ მიხეილ სააკააშვილთან. ეს არის დასავლური ღირებულებებისგან ზურგის შექცევა, დასავლეთში დამკვიდრებული სტანდარტის და ნორმების ღალატი და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ ხელისუფლების ამგვარი ქცევა მიზანმიმართულია იქითკენ რომ ქვეყანამ შეიცვალოს პოლიტიკური ვექტორი ჩრდილოეთისკენ ეს არის ხელისუფლების მცდელობა. ყოველდივე ზემოხსენებული კი იწვევს მოსახლეობაში სამართლიან გულისწყრომას და დიდ პროტესტს , რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ხელს უწყობს ქვეყანაში სიტუაციის არასასურველი მიმართულებით ესკალაციას. ვითარების განმუხტვის და შემდგომი დეესკალაციის მიზნით მიზანშეწონილად, სასურველად და ძალიან მნიშვნელოვან და საყურადღებო ფაქტორად მიგვაჩნია თქვენი მხრიდან უფრო მკვეთრი ქმედებისა და მკაფიო ნაბიჯების გადადგმა პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გათავისუფლების მიზნით, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება და კრიტიკუდი ხდება. ღრმად გვწამს და გვჯერა თქვენი ჩვეული გულისხმიერების და საქართველოს სახელმწიფოსადმი თანადგომისა და მხარდაჭერის.”

წყარო: itv.ge