საქართველოში შესაძლოა, კარტოფილის დეფიციტი შეიქმნას

ოქტომბერში საქართველოდან 9,7 ათასი ტონა ახალი კარტოფილი გავიდა, რაც ბოლო 7 წლის ანალოგიური თვის მთლიან ექსპორტს 90%-ით აღემატება.


რუსეთი რჩება საკვანძო მიმართულებად, რომელსაც ქართული კარტოფილის ექსპორტის მოცულობაში 81%-იანი წილი უკავია. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს სავაჭრო მონაცემებში წერია, რასაც პორტალი EastFruit-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, ოქტომბერში გაზრდილი ექსპორტი ნოემბრის პირველ კვირაშიც გაგრძელდა. უჩვეულოდ მაღალი იყო ექსპორტი სექტემბერშიც. ამდენად, პორტალ EastFruit-ის შეფასებით, საქართველოს ბაზარზე შესაძლოა, კარტოფილის დეფიციტი გაჩნდეს.

ასეთი ექსპორტის პირობებში ქართულ ბაზარზე კარტოფილის ფასი მაღალი რჩება. ნოემბრის დასაწყისში ადგილობრივი ფერმერების საშუალო ფასმა 1 კილოგრამ კარტოფილზე ლარი და 10 თეთრი ანუ 35 ცენტი შეადგინა. ეს 2020 წლის ანალოგიური პერიოდის ფასთან შედარებით, 133%-ით, 2019 წლის ნოემბრის დასაწყისზე 46%-ით, ხოლო 2018 წლის ამავე პერიოდის ფასთან შედარებით, 84%-ით მეტია

 

“პალიტრანიუსი.ჯი”