მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. ის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საქართველოში დღეს დაბრუნდა.
ჯერ უცნობია სად აპირებს შიმშილობის დაწყებას, თუმცა განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს ის შიმშილობს კონსერვატორიაში იწყებს, სიცრუეა.
“გარდა იმისა, რომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში, გარდა მაგისა, კიდევ გამოაქვეყნეს სამარცხვინო კადრები, შეგვარცხვინა მთელი საქართველო, ამიტომაც მე ჩამოვედი. მე მინდა ჩემი მოკრძალებული პროტესტი გამოვთქვა და დღეიდან დავიწყო შიმშილობა, შევუერთდები მე ჩემებურად, მე არ მინდა მონაწილე ვიყო ჩემი პრეზიდენტის გარდაცვალების, თუ ჩვენ დავკარგეთ სააკაშვილი, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს, დავკარგავთ მკაფიო და ნათელ წარსულს, რომელიც ჩვენ გვქონდა”, – თქვა პაატა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 47-ე დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს დეპუტატებმა და ექიმებმაც.