„ევროპული საქართველო“ პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია.
„ევროპული საქართველო“ პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არცდაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებს პარასკევს, ოპოზიციის ნაწილის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ოპოზიციის მხრიდან კოორდინაცია და თანამშრომლობა სჭირდება.
„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კოორდინაცია, კოორდინაციას სჭირდება თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ორგანიზატორი პარტიების მხრიდან არა თუ კოორდინირებაზე მზაობა, არამედ შემოთავაზებაც არ გამიგონია, ამიტომ „ევროპული საქართველო“ ცხადია, პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიის წევრები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ეს მათ პირადად უნდა გადაწყვიტონ“, – განაცხადა ბობოხიძემ.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “დროა” და “გირჩი – მეტი თავისუფლება” თბილისში აქციას გამართავენ.
წყარო: itv.ge