საქართველოში კორონავირუსის 4 446 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 77 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 320 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 50 026, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 072, PCR ტესტით – 18 954.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,89%, ბოლო 14 დღის – 9,63%, ბოლო 7 დღის – 9,05%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისშია – 1 646 შემთხვევა, შემდეგ კი იმერეთი – 819, აჭარა – 190, ქვემო ქართლი – 258, შიდა ქართლი – 422, გურია – 117, სამეგრელო-ზემო სვანეთი 387, კახეთი – 315, მცხეთა-მთიანეთი – 90, სამცხე-ჯავახეთი – 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 58.
ამ ეტაპზე, კორონავირუსს საქართველოში 51 662 პაციენტი ებრძვის.
დღიურად აცრილია 7 307 ადამიანი.