მიხეილ სააკაშვილი ახალ მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად “ფეისბუქ” გვერდზე მისი წერილი ვრცელდება, სადაც ის ჟურნალისტებს მიმართავს.
“ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, ძალიან განვიცდი, რომ მთელი დღე მაგ მახინჯ ციხესთან, გარეთ გიხდებათ ყოფნა და იყინებით, ყოველგვარი ელემენტარული პირობების გარეშე.ძალიან ვაფასებ თქვენს თავდადებას და ეკრანზეც ძალიან მაგრად სჩანხართ, როგორც სუპერპროფესიონალები. გაუფრთხილდით თავს! სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი”, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.