მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადება

ხელისუფლება სააკაშვილთან დაკავშირებით ხელმძღვანელობს პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, ამიტომ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ მათგან გონივრულ ქმედებებს ველოდეთ.

გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი მივიდა.

ადვოკატის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა ცალსახად დაადგინა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, თუმცა ხელისუფლება სააკაშვილთან დაკავშირებით არა რეალური საჭიროებებიდან, არამედ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს.

– “ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა ექსპერტების ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვით სააკაშვილის გადაყვანა და მისი მკურნალობის გაგრძელება მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში არის აუცილებელი. მანამდე მსგავსი დასკვნა მოსმენილი გვქონდა თავად ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმისგან. ამ დაწესებულების შესწავლის შედეგად სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ჯგუფმა ცალსახად დაადგინა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მიზანია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ბუნებრივია, ეს დიდი ხანი გაკეთებული ექნებოდათ, მაგრამ ისინი სააკაშვილთან დაკავშირებით ხელმძღვანელობენ არა რეალური საჭიროებებიდან, არამედ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ მათგან გონივრულ ნაბიჯებს, ან ქმედებებს ველოდეთ” – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

წყარო: newposts.ge