„მომკლეს ცემაში. ასე გამიმასპინძლდა სააკაშვილის მამა და ახლა რას მოითხოვს ეგ კაცი?“ – მანანა არჩვაძე-გამსახურდია

საქართველოს პირველი ლედი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ მიხეილ სააკაშვილის მამას დაუპირისპირდა:

„მე, როდესაც ბალნეოლოგიურ კურორტზე მივაკითხე, (ნიკოლოზ სააკაშვილს) გარეთ ვიდექი, ვინ შემიშვებდა იქ. იმ წუთსვე გაჩნდა კრწანისის საპატრულო პოლიცია და მომკლეს ცემაში. აი, ასე გამიმასპინძლდა სააკაშვილის მამა, ახლა რას მოითხოვს ეგ კაცი, მე ამაზე გავჩუმდები?! არასდროს გავჩუმდები! მე მათ ყოველთვის ვამხელ, უკან არავითარ შემთხვევაში დავიხევ“, – განაცხადა არჩვაძემ.

საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც 2009 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია დააკავეს. გამსახურდიას ბრალად განზრახ სიცოცხლის მოსპობის მცდელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდა. პროტესტის ნიშნად მან 38 დღე იშიმშილა.

 

“რეზონანსი”