“ორი ნიღბიანი მამაკაცი მეცა, რომ შარვალი ჩაეხადათ” – რას ჰყვებოდა წლების წინ პატიმარი, რომლის წამების კადრები პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ პა­ტიმ­რის წა­მე­ბის ფაქ­ტზე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე (მეტ­სა­ხე­ლად “ქი­ლე­რა“) ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2011 წლის მა­ის­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ პირს, მე­გის ქარ­და­ვამ და ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძემ არარ­სე­ბულ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აღი­ა­რე­ბა მოს­თხო­ვეს. ქარ­და­ვა და მუ­ხა­ძე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის მეშ­ვე­ო­ბით და­კა­ვე­ბულს აი­ძუ­ლებ­დნენ ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა სხვა პი­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც, რომ­ლე­ბიც თით­ქოს მას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ტე­რაქ­ტის და­გეგ­მვა­ში. მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­კა­ვე­ბულს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და­ე­მუქრნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად სა­გა­მო­ძე­ბო ორ­გა­ნომ ვი­დე­ო­კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია მუ­ხა­ძეს, ქარ­და­ვა­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის სა­უ­ბა­რი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით,საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნულ პირს, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვლის შე­საქ­მნე­ლად ჩა­უ­დეს.

კად­რე­ბი მარ­თლაც უმ­ძი­მე­სია, თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ წა­მე­ბის ეს საქ­მე აქამ­დეც იყო ცნო­ბი­ლი და მე­დი­აც აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებ­და. გა­ლის რა­ი­ო­ნის მკვიდრმა მ.ა. – მ ჯერ კი­დევ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლამ­დე, 2011 წელს, მის მი­მართ წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი ცი­ხი­დან­ვე გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. ვრცელ წე­რილ­ში ის დე­ტა­ლუ­რად აღ­წერ­და, თუ რა მე­თო­დე­ბით აი­ძუ­ლებ­დნენ ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ არ­ქა­ნი­ას 2008-2010 წლებ­ში მომ­ხდარ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას. ამ წე­რილს იმ­ჟა­მად რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ის სხვა პა­ტიმ­რებ­თან ერ­თად, მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ამ საქ­მე­ზე 2011 -2012 წლებ­ში აქ­ტი­უ­რად წერ­და გა­ზე­თი “კვი­რის პა­ლიტ­რა“. გთა­ვა­ზობთ იმ­ჟა­მად გა­მო­ცე­მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მ.ა. -ს შო­კის­მომ­გვრე­ლი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას, რო­მელ­შიც სა­კუ­თა­რი წა­მე­ბის ფაქტს აღ­წერ­და და რო­მე­ლიც დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად, და­დას­ტურ­და:

“#8 სა­პყრო­ბი­ლე­ში შეყ­ვა­ნის მე­ო­რე დღეს მი­თხრეს, რომ უნდა და­მე­წე­რა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა ზუგ­დიდ­ში მომ­ხდარ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე გან­ვუ­მარ­ტე, რომ აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია… მა­შინ მე­გის ქარ­და­ვამ გას­ცა ბრძა­ნე­ბა, ჩა­იყ­ვა­ნეთ ქვე­მოთ და მო….ით, მა­გის დედა ვა­ტი­რეო…

ორი ნიღ­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი მეცა, რომ შარ­ვა­ლი ჩა­ე­ხა­დათ. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ვუ­წიე. ერთი ეუბ­ნე­ბა მე­ო­რეს, წე­სი­ე­რად და­მი­კა­ვე ეს ნა­ბიჭ­ვა­რი, უნდა მოვ…აო”. უც­ბად გა­ი­ღო “კარ­მუშ­კა”, სა­ი­და­ნაც იყუ­რე­ბო­და ორი პირი, ვინც მე­გის ქარ­და­ვას ახ­ლდა და ამას­თან, მი­ღებ­დნენ სუ­რათს. ამ დროს სა­კან­ში და­მაგ­დეს ია­ტაკ­ზე, შარ­ვალ­ჩახ­დი­ლი. მე ბე­ტონ­ზე თა­ვის დარ­ტყმა და­ვი­წყე. ამ დროს შე­მო­ვი­და ის ორი პირი, ერთ-ერ­თმა თავ­ზე ფეხი და­მა­დო, რომ არ ამე­წია. ამ დროს უკვე ვი­ყა­ვი შე­ბო­ჭი­ლი, მე­ო­რემ თა­ვი­სი სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო მო­მა­დო და გა­და­მი­ღეს სუ­რა­თი… მი­თხრეს, თუ არ მივ­ცემ­დი აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას, მარ­თლა გა­მა­უ­პა­ტი­უ­რებ­დნენ და სუ­რა­თებს ინ­ტერ­ნეტ­ში და­დებ­დნენ…”

მისი ად­ვო­კა­ტის თქმით კი: “ამის შემ­დეგ მან და­წე­რა ე.წ. აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა, ანუ ის, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ით ჰქონ­და მოს­მე­ნი­ლი ტე­რო­რის­ტულ აქტთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აღი­ა­რე­ბა­საც თხოვ­დნენ. ეს ნა­წე­რი მე­გის ქარ­და­ვას აუ­ტა­ნეს, ქარ­და­ვას ეს ნა­წე­რი არ მო­ე­წო­ნა და პა­ტი­მა­რი იქ ააყ­ვა­ნი­ნეს და ქა­ღალ­დი, რო­მელ­ზეც ჩვე­ნე­ბა იყო და­წე­რი­ლი, შე­ა­ჭა­მეს…“

პრო­კუ­რა­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში ეს მო­მენ­ტიც არის ასა­ხუ­ლი.

“კვი­რის პა­ლიტ­რის“ არ­ქივ­ში იძებ­ნებ აკი­დევ ერთი სტა­ტია, რო­მე­ლის მი­ხედ­ვი­თაც არ დაკ­მა­ყო­ფილ­დნენ მხო­ლოდ მ.ა.- ს აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბით და მის მოგ­ვა­რეს, ლ.ა.-ს მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა მოს­თხო­ვეს.

“მო­ი­თხოვ­დნენ, ხელი და­მე­დო ჩემი მოგ­ვა­რეს­თვის, მ.ა. – სთვის და კი­დევ 3 პი­რის­თვის. მათ მე სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი. სა­ნაც­ვლოდ 2-წლი­ან პა­ტიმ­რო­ბას მაკ­მა­რებ­დნენ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში 20-წლი­ან “სროკ­ზე” გა­მიშ­ვებ­დნენ. პო­ლი­ცი­ე­ლებს წა­ლენ­ჯი­ხის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის იმ­ჟა­მინ­დელ­მა უფ­როს­მა გოჩა გო­გო­ხი­ამ და­უ­ბა­რა, ჩემს მოს­ვლამ­დე ისე და­ა­მუ­შა­ვეთ, ყვე­ლა­ფე­რი აღი­ა­რო­სო. მერე პო­ლი­ცი­ელ­მა ილუ­შა აქუ­ბარ­დი­ამ და­მი­დო ჩვე­ნე­ბა და ხე­ლის მო­წე­რას მა­ი­ძუ­ლებ­და. არ ვთან­ხმდე­ბო­დი, ამ დროს კოხ­ტა კო­დუ­ამ ვი­ღა­ცას პრე­ზერ­ვა­ტივ­წა­მოც­მუ­ლი “დუ­ბინ­კა” მო­ა­ტა­ნი­ნა… ამის შემ­დეგ ხე­ლის­მო­წე­რა­ზე დავ­თან­ხმდი, “ვა­ღი­ა­რებ­დი” ნარ­კო­ტი­კი­სა და უკა­ნო­ნო ია­რა­ღის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას. კო­დუა ოჯა­ხის წევ­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ით და ასა­კო­ვა­ნი დე­დის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­თაც “, – ყვე­ბო­და ლ.ა.

“ამბები>ჯი”