“სალომე ზურაბიშვილი. სადაც არ უნდა იყოს ის ხალხმა უნდა გამოათრიოს!” – თეა თუთბერიძე

რესპუბლიკის მოედანზე დღეს დაგეგმილ აქციას ეხმაურება სოციალურ ქსელში „კმარას“ ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე.

„არ ვიცი ენმ რა გეგმა გაქვთ, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით აქციას უნდა მიეცეს არა ცეკვა-სიმღერის დანიშნულება და “ბალამუტობის” რასაც აქამდე აკეთებდით, არამედ ის უნდა დაატყდეს როგორც მეხი დღეს რუსულ ოცნებას!

პირველი რიგში გაიგეთ სადაა, სახლშია თუ საპრეზიდენტო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი. სადაც არ უნდა იყოს ის ხალხმა უნდა გამოათრიოს!

მერე, აადექით შუშის კოლბაშია თუ სადაც არის ბიძინა ივანიშვილი და მას საკუთარი გაჩენის დღე აწყევლინოს ხალხმა!

მესამე, მისი ხელის ბიჭები ირაკლი ღარიბაშვილი, რატი ბრეგაძე, ირაკლი კობახიძე და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა სახლებში არიან თუ სად, არანაირი დანდობა!

მორჩა! შევარდნაძემ ყველაფრის მიუხედავად მშვიდად წავიდა და მშვიდი სიკვდილის უფლება მოიპოვა. ამათ ეს შანსი თითქმის უკვე დაკარგეს!
მე ახლა სხვა უფრო უკეთესს გამოსავალს ვერაფერს გთავაზობთ. თქვენ თუ უკეთესი გეგმა გაქვთ, განახორციელეთ! არა ისეთი არჩევნებს რომ იგებდით და მიშას ათავისუფლებდით და საქართველოსაც!
“ბალამუტობის” დრო დასრულდა!“- წერს თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში.