დღეიდან, ამერიკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეასრულებს

დღეიდან, ამერიკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეასრულებს.

Democratic vice presidential candidate Sen. Kamala Harris, D-Calif., speaks in Washington, Thursday, Aug. 27, 2020. (AP Photo/Carolyn Kaster)

მცირე დროის განმავლობაში დღეიდან, ამერიკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეასრულებს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტის მიერ მოვალეობის შესრულება უკავშირდება ჯო ბაიდენის უოლტერ რიდის კლინიკაში კოლონოსკოპიას, რომელიც ნარკოზის გამოყენებით ტარდება.

თავისი 79-ე დაბადების დღის წინ, პრეზიდენტი მერილენდის შტატში გაემგზავრა სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად. თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებით, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმაც ჩაიტარა მსგავსი პროცედურა 2002 და 2007 წლებში. მისი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელისუფლებას გადასცემს ვიცე-პრეზიდენტს, დროის მცირე მონაკვეთით, როდესაც ის ნარკოზის ქვეშ იქნება. ფსაკის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტი ამ დროის განმავლობაში თავისი ოფისიდან იმუშავებს.

წყარო: newposts.ge