არეულობაა ბელგიის დედაქალაქში. ბრიუსელში საპროტესტო აქცია პოლიციამ მხუთავი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული ზომებისა და კოვიდპასპორტების წინააღმდეგ აქციაზე ბრიუსელში 10 000- მდე ადამიანი გამოვიდა. მსვლელობა ქალაქის გარეუბნიდან დაიწყო და მთავარი ეპიცენტრი ბრიუსელის ევროპული კვარტალი გახდა.
ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წინ შეკრებილების პროტესტის მიზეზი, როგორც თავად ამბობდნენ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა გახდა. აქციის მონაწილეები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და სამართალდამცველების მიმართულებით ბოთლებს, ქვებს, ასაფეთქებელ „კოქტეილებს“ ისროდნენ.
პოლიციამ ანტივაქსერების მიმართულებით აქციის დასაშლელად ჯერ მხუთავი აირი გაუშვა და შემდეგ რამდენჯერმე წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბელგიამ ამ კვირაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ზომები გაამკაცრა. სავალდებულო გახადა პირბადის ტარება.
ბელგიაში 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გადასცდა კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 21 000-ს და ქვეყანა უკვე მერამდენედ პანდემიის პიკს უახლოვდება.