ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსს პოლონეთთან დაპირისპირება არ სურს, თუმცა სურს, რომ ევროკავშირმა საზღვარზე ჩარჩენილი 2 000-მდე მიგრანტი მიიღოს.
„პოლონელებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ბარბაროსები არ ვართ, რომ არ გვინდა დაპირისპირება. ჩვენ არ გვჭირდება ეს, რადგან გვესმის, რომ თუ ძალიან შორს წავალთ, ომი გარდაუვალი იქნება. ეს იქნება კატასტროფა. ჩვენ ეს მშვენივრად გვესმის. ჩვენ არ გვინდა რაიმე სახის გამწვავება“, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიამ მიგრანტების ნაწილი უნდა მიიღოს.
„ევროკავშირის პასუხს ველოდები. ისინი არც კი უყურებენ ამ პრობლემას. და კიდევ ის, რასაც ანგელა მერკელი დამპირდა – კონტაქტები: არც კი მიკავშირდებიან“, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
8 ნოემბრიდან რამდენიმე ათასი მიგრანტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე იმყოფება. რამდენჯერმე მათ საზღვრის გადაკვეთა სცადეს. პოლონეთი და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში მიაჩნიათ, რომ მიგრანტებს ბელარუსის მთავრობა აკონტროლებს.