” ნავალნი კორუმპირებულია, ის არ არის ოპოზიციონერი, ის არის რუსეთის ინტერესების მოღალატე…პუტინი არასოდეს დაჯდება მასთან სასაუბროდ”

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის ოპოზიციასთან მოლაპარაკების გამართვის რჩევა არ მიუცია, – ამის შესახებ ლუკაშენკომ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

“მისმინეთ, ვლადიმერ პუტინს არაფერი ურჩევია. აი, ახლა, ერთ საათზე მეტხანს ვესაუბრე და მისგან რჩევა არ მომისმენია. პარალელის გავლება შემიძლია – როგორც კი პუტინი და ნავალნი დასხდებიან მოლაპარაკებათა მაგიდასთან, მაშინვე დავიწყებ სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან მოლაპარაკებას“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, სურს თუ არა, პუტინი და ნავალნი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ნავალნი კორუმპირებული ადამიანია და პუტინი არასოდეს დაჯდება მასთან სასაუბროდ.

“იმის გამო, რომ ის არ არის ოპოზიციონერი, ის არის რუსეთის ინტერესების მოღალატე“, – ხაზგასმით აღნიშნა ლუკაშენკომ.