რუსეთმა სირიაში ზონების გამყოფი ხაზის პატრულირება დაიწყო

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. რუსმა სამხედროებმა სირიაში დაიწყეს სადემარკაციო ხაზის პატრულირება იმ ტერიტორიებს შორის, რომლებსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები და საერთაშორისო კოალიცია (აშშ-ის მეთაურობით) აკონტროლებს, განაცხადა დაპირისპირებულ მხარეთა შერიგების ცენტრის წარმომადგენელმა ვიქტორ კუდინოვმა.

„ეს არის საზღვარი, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის მიერ კონტროლირებად ზონას „აღმოსავლეთი“ და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ზონას „დასავლეთი“. აქამდე ამ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების პატრულირება არ ხორციელდებოდა“, — განმარტა მან.

კუდინოვმა აღნიშნა, რომ იქ შესაძლოა არსებობდეს „ისლამური სახელმწიფოს“ მძინარე უჯრედები და ასევე შესაძლოა, რომ ირღვეოდეს სირიის კანონები.

მისი თქმით, ამ ტერიტორიის პატრულირების მთავარი ამოცანაა რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნის დემონსტრირება.
„აუცილებელია მოსახლეობას დავანახოთ, რომ რუსი სამხედროები აქ არიან და მზად არიან დახმარებისთვის. სამომავლოდ, ხელსაყრელ პირობებში, აქ შეიძლება განხორციელდეს ჰუმანიტარული აქციები“, — აღნიშნა ცენტრის წარმომადგენელმა.
რუსლი მხარის განცხადებით, აშშ უკანონოდ ახორციელებს სირიის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიებს დეირ-ეზ-ზორის, ელ-ჰასაკისა და რაკას პროვინციებში, სადაც მდებარეობს კიდეც ქვეყნის უდიდესი ნავთობსაბადოები.ოფიციალურმა დამასკმა არაერთხელ შეაფასა ამერიკელი სამხედროების ყოფნა თავის ტერიტორიაზე ოკუპაცად და ნავთობის დატაცების მიზნით სახელმწიფო მეკობრეობად. თავის მხრივ შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები კვლავაც რჩებიან სირიაში, რათა მხარი დაუჭირონ და კონსულტაცია გაუწიონ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლ სირიის დემოკრატიულ ძალებს.