სააკაშვილი “დივიდენდებს” ითხოვს და ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ან… მოკვდება! – ბონდო მძინარაშვილი

საზოაგდოებრივი არხის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ამერიკაში, ევროპაში და რუსეთში კარგად იციან, რომ სააკაშვილი სოციოპათი და ფსიქოპათია!
ეს ასევე კარგად იციან საქართველოს ხელისუფლებაში!
ყველაზე კარგად კი სააკაშვილის ოჯახის წევრებმა და თანამზრახველებმა იციან!
მეგობრებსაც ეცოდინებოდათ, მაგრამ სააკაშვილს ისინი, უბრალოდ, არ ჰყავს!
სააკაშვილის ამ მდგომარეობას კარგად იყენებდნენ ამერიკა-ევროპა-რუსეთი; ამ მდგომარეობით კარგად ისარგებლეს მისი ოჯახის წევრებმა და თანამზრახველებმა, – უზარმაზარი ქონება დააგროვეს!
სააკაშვილი ახლა განწირულია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდი პრობლემაა, მაგრამ ყველამ, ვინც ამით ისარგებლა, საკუთარი სარგებლის ტყვეობაშია!
სააკაშვილი “დივიდენდებს” ითხოვს და ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ან… მოკვდება!
ძალაუფლების გარეშე ის, უბრალოდ, მოკვდება!
აქ უნდა დავსვათ ორი შეკითხვა:
? ვის აძლევს ხელს მისი კვლავ ძალაუფლებით აღჭურვა?
? ვის აძლევს ხელს მისი სიკვდილი?
უმთავრესი ის არის, ვინ იგრძნობს თავს კომფორტულად პირველ ან მეორე შემთხვევაში!
პირველ შემთხვევაში საქართველოში სისხლის კალოები გაილეწება! კევრის ქვეშ აღმოჩნდებიან ისინიც, ვინც ახლა მისი გულშემატკივრის როლს თამაშობენ, ოჯახის წევრების გარდა! და მათ ეს ძალიან კარგად იციან! ისინიც მძევლები არიან!
მეორე შემთხვევაში კი ყველა შვებას იგრძნობს, ოჯახის წევრების გარდა!
მაგრამ ეს არჩევანი არ არსებობს!
ყველაფერი ისე მოხდება, როგორც… დაწერილია!
როგორც 54 წლის წინ დაიწერა! ?