ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) ლიდერების სამიტზე განაცხადა, რომ ჩინეთი რეგიონში პატარა მეზობელ ქვეყნებს არ დაჩაგრავს.
ჩინეთის ლიდერის თქმით, ჩინეთი არასდროს ეცდება ჰეგემონიის მოპოვებას და არ ისარგებლებს თავისი სიდიდით, რათა პატარა ქვეყნები აიძულოს და ASEAN-თან ერთად იმუშავებს გარე ჩარევის აღმოსაფხვრელად.
„ჩინეთი იყო, არის და ყოველთვის იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის კარგი მეზობელი, მეგობარი და პარტნიორი“, – აღნიშნა სი ძინპინმა.