გიული ალასანიას არაადეკვატური კომენტარები ექიმისთვისაც აუტანელი გახდა

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი გამოეხმაურა გიული ალასანიას განცხადებას, რომ სასურველია სააკაშვილმა მკურნალობა საპატიმროს გარეთ გაიაროს:

„ყურს მოკრავ გიული ალასანიას გამოსვლებს პირწიგნაკზე და ფიქრობ ნუთუ ეს ქალბატონი 2003-2012 წლებში სხვა პლანეტაზე ცხოვრობდა…

დაგვცინის და დასცინის მისი შვილის დროს გაუბედურებული ყველა პატიმრის თუ არაპატიმრის დედას…

კოვიდუბედურების დროს ამის ყოველდღიური დაცინვაღა აკლდა ქვეყანას,“- წერს ზაზა წერეთელი.